ჩვენს შესახებ

მადლობას გიხდით ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისთვის!!!

სასტუმრო როიალი მდებარეობს თავისუფლების მოედანის, საქართველოს პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს.  დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთან გატარებული დრო არასოდეს დაგავიწყდებათ!

 

 

 

თქვენს განკარგულებაშია სასტუმროს რესტორანი, ბარი, საკონცერტო დარბაზი, საბილიარდო, და საუნა. სასტუმოში ფუნქციონირებს ბიზნეს ცენტრი სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტით, ფაქსით ელექტრონული ფოსტით და ქსეროქსით. ასევე 30 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზში შესაძლებელია საქმიანი შეხვედრების მოწყობა. სასტუმრო გთავაზობთ დაუვიწყარ ექსკურსიებს და ტურებს, საკუთარი სურვილით შერჩეული მარშრუტის მიხედვით. ასევე შესაძლებელია აეროპორტში დახვედრა. სასტუმრო გთავაზობთ ფართო კომფორტულ ოთახებს, თბილისზე არაჩვეულებრივი ხედებით: ულამაზესი მწვანე მთები და მთაწმინდაზე საუცხოო პანორამით. თითოეული ოთახი უზრუნველყოფილია აბაზანით, ცენტრალური გათბობის სისტემით, კონდიციონერით, მუდმივი ელექტროენერგიით, მინი ბარით, სატელიტური ტელევიზიით და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით.

სასტუმრო როიალი 8 ნომრიანია.

 

 
 

ფოტოგალერეის მეშვეობით შეიქმნით წარმოდგენას ჩვენ სასტუმროში არსებულ გარემოსა და შესაძლებლობებზე.

 

 
 

გთხოვთ იხილოთ პატარა ვიდეორგოლები ჩვენი სასტუმროს შესახებ.